ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინი პოლიციას ჩაბარდა - ვიდეო

Cnn.com

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ცნობილი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა.

ჰარვი ვაინშტაინი დაახლოებით 80-მა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში. მის საქმეს ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესისა და ლონდონის პოლიცია იძიებს.

ცნობილი პროდიუსერის ჩაბარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან უცხოურ მედიაში დღეს დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი ჩაბარებისა და დაპატიმრების შესახებ. ამ ფაქტს ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ, მათი თქმით ვაინშტაინი იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა. 

კომენტარები