ლიბანი

ლიბანში გეი პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს პოლიციამ ღონისძიებების ჩაშლა აიძულა

AFP

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გეი პრაიდის კვირეული ჩაიშალა. ორგანიზატორების თქმით მათ დაგეგმილი ღონისძიებების ჩაშლა ხელისუფლების წარმომადგენლებმა აიძულეს.

ორგანიზატორები პოლიციამ ერთ-ერთ ღონისძიებაზე დააკავა. გათავისუფლების სანაცვლოდ მათ დარჩენილი ღონისძიებების გაუქმების დაპირებაზე ხელის მოწერა მოსთხოვეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

წლევანდელი კვირეული მშობლების აქციით დაიწყო, რომელთაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის შვილები მიიღეს. კვირეულის ფარგლებში კულტურული ღონისძიებები და დისკუსიები იგეგმებოდა.

გასულ წელს ლიბანი პირველი არაბული სახელმწიფო გახდა, სადაც გეი პრაიდის კვირეული გაიმართა.

კომენტარები