ლიბანი

ბეირუთში საპროტესტო აქცია სროლასა და აფეთქებებში გადაიზარდა, მოკლულია 5 ადამიანი

ლიბანელ ჯარისკაცს სისხლიანი აქციის პარალელურად ბავშვი სკოლიდან გამოჰყავს, 2021 წლის 14 ოქტომბერი
Mohamed Azakir

ლიბანში, ბეირუთში ყველაზე ძლიერი პარტია და სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლას ორგანიზებული საპროტესტო აქცია შეტაკებებში გადაიზარდა. მთავრობა აცხადებს, რომ გარდაიცვლილია 5 ადამიანი. 

ჰეზბოლას აქციაზე დემონსტრანტები ითხოვდნენ გადაეყენებინათ მოსამართლე, რომელიც უძღვება ბეირუთის პორტში შარშან მომხდარი აფეთქების საქმეს. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი დემონსტრანტების მიმართულებით გახსენს. 

გარდაცვლილთა შორის, არის ქალი, რომელსაც ტყვია საკუთარ სახლში მოხვდა. მთავრობის ცნობით, ხუთივე მოკლული შიიტი მუსლიმია.

ჰეზბოლასა და მისი მოკავშირე შიიტ ამალის მოძრაობის წევრების თქმით, მათ დემონსტრანტებს შენობების სახურავებიდან ესროდნენ და ლიდერებს უმიზნებდნენ. როგორც ლიბანის არმიაში იუწყებიან, ცეცხლი მიმდებარე ქრისტიანული უბნიდან გახსნეს. 

პრემიერმინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ქალაქის ქუჩებში ჯარი გამოიყვანეს. მათ მიცემული აქვთ ბრძანება, რომ ქუჩაში გამოჩენილ შეიარაღებულ პირებს ცეცხლი გაუხსნან. 

რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა სროლისა და ყუმბარების აფეთქებების ხმები. 

2020 წლის ბეირუთის პორტის აფეთქებამ 200 ადამიანამდე იმსხვერპლა. პორტში აფეთქდა აქ შენახული დიდი რაოდენობის ამონიუმის ნიტრატი. ჰეზბოლა ამ საქმის გამოძიებაზე მომუშავე მოსამართლეს მიკერძოებულობაში სდებდა ბრალს და მის გადადგომას ითხოვდნენ. აფეთქებასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაკითხა რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის ჰეზბოლას მოკავშირეებიც. გამოძიებას ეჭქვეშ არ დაუყენებია ჰეზბოლას არც ერთი წევრი, თუმცა გარკვეული ეჭვები არსებობდა ამ უკანასკნელის მოკავშირის, შიიტ ამალის წევრებზე, რომელთაც მინისტერიალში პოსტებიც უკავიათ. ჰეზბოლამ სასამართლო საქმის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა. 

 

კომენტარები