ლიბანი

ბეირუთში აშშ-ს საელჩოს შენობას თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა

AP Photo/Hassan Ammar

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აშშ-ს საელჩოს მიმართულებით თავდამსხმელმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაცია ცეცხლის გახსნის შესახებ ლიბანის არმიამ დაადასტურა

ლიბანის არმიის ცნობით, მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს თავდამსხმელის მიმართულებით. როგორც ცნობილია, დაჭრილი თავდამსხმელი სირიელი მამაკაცია და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ბეირუთში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის თქმით, საელჩოს არცერთი თანამშრომელი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა. თავდასხმა ადგილობრივი დროით 8:34 საათზე მოხდა. 

კომენტარები