სპეცოპერაცია კლუბებში

შსს: რეალიზატორები ახალ მომხმარებლებს არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შსს-ის ცნობით, ე.წ კლუბების საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ ქ.მ-სგან 5 საკონტროლო შესყიდვა მოხდა, მათგან 2 შემთხვევაში ის ექსტაზს ყიდდა, 3 შემთხვევაში კი არანარკოტიკულ საშუალებას. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ეს არანარკოტიკული საშუალებები პარაცეტამოლი და ციტრამონია

შსს-ის ცნობით, ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ 2 ადამიანი ასევე ჰყიდდა ე.წ "ფეიქებს" - ლ.მ-მ, საკონტროლო შესყიდვის დროს ერთხელ ნარკოტიკი მდმა გაყიდა, ერთხელ კი არანარკოტიკული საშუალება. 

"რაც შეეხება ბრალდებულ ვ.ჟ-ს საგამოძიებო ღონისძიებების დროს მისგან გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების მდმა-ის ყიდდა, ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები. 

საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც  ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები “ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ “ფეიქებს,” - არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ მათ ნდობას მოიპოვებენ", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ღამის კლუბებში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ბასიანსა და გალერიში მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. შს მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ, თუმცა - "ერთმა შეგვასწრო".

კომენტარები