სპეცოპერაცია კლუბებში

დღის ფოტო: პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის

ტაბულა

კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შეჭრიდან 1 წლის შემდეგ აქტივისტებმა პარლამენტის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის:

"მოდით, დავიწყოთ ბოდიშით".

ბიუსტს გახარიას თანამდებობების დასახელება აწერია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ვიცე პრემიერი გ.გახარია

რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. შსს-ს ინფორმაციით, ამის მიზანი გამოხატვის თავისუფლების დაცვაა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში 2018 წლის 14 მაისს მოიხადა, მას შემდეგ, რაც კლუბ ბასიანში შეჭრას მასობრივი აქციები მოჰყვა. ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, აქტივისტებმა დღეს თბილისში ბანერებიც განათავსეს.

კომენტარები