ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
სპეცოპერაცია კლუბებში

"დავიწყოთ ბოდიშით" - ბასიანის სპეცოპერაციიდან 1 წლის შემდეგ თბილისში ბანერები გამოჩნდა (ფოტო)

კვირა, 12 მაისი, 2019 - 13:38
12 მაისი
tbl.ge/3oj9
დაკოპირდა
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი
12 მაისი

კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შეჭრიდან ერთი წელი გავიდა.

ამ დღესთან დაკავშირებით მოძრაობამ "12 მაისი" თბილისში ხიდებზე შემდეგი ბანერები განათავსა:

"2018 წლის 12 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ იარაღი მიუშვირა თავისუფალ სივრცეებში საცეკვაოდ შეკრებილ ადამიანებს და ამის პასუხად ათიათასობით გულანთებული ადამიანის ერთობა მიიღეთ. თქვენ რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოგეხადათ. თქვენი ბოდიში მიღებულია არა იმიტომ, რომ დავიჯერეთ მისი გულწრფელობის, ან გვგონია, რომ ეს ბოდიში რამეს შეცვლიდა, ან ამაზე უარესი არაფერი გიქნიათ, ან ვენდეთ დაპირებებს (ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გენდობით თქვენ), დიდი ხანია ბოდიში გაქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის, იმ ყველაფრის გამო, რაც ამ წლებში დაგვმართეთ,

თქვენ არამხოლოდ არ გიყვართ ეს ქვეყანა არამედ იმედიც კი არ გაქვთ მისი შეცვლის, რადგან არ იცით როგორ გააკეთოთ ეს, თქვენ საკუთარი თავის შეცვლაც კი არ შეგიძლიათ და თუ რამე გაშინებთ და გაფრთხობთ ეს სწორედ ცვლილებებზე საუბარია.თუმცა ცვლილებები გარდაუვალია. სხვა ყველაფერი დროის და ჩვენი ყოველდღიური, რუტინული შრომის საკითხია, რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არ გვეზარება. საყოველთაო დანაწევრების და უიმედობის, ნიჰილიზმისა და უნდობლობის მიუხედავად, გვჯერა სიმართლის და ერთმანეთის.

და ახლა ერთად დგომის დროა!", - წერს 12 მაისი.

ბასიანის სპეცოპერაციის წლისთავთან დაკავშირებით აქტივისტები დღის განმავლობაში სხვა ღონისძიებებსაც გეგმავენ.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" 2018 წლის 12 მაისის ღამეს შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და ათეულობით მონაწილე დააკავა. შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავა.

12 მაისის ღამესვე პარლამენტის შენობასთან დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

პარალელურად, დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. შსს-მ ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებიც განათავსა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა პირველი განცხადება საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა. ის მიმდინარე პროცესებს 14 მაისს, დღის ბოლომდე არ გამოხმაურებია. გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, თუმცა აქციის მოთხოვნებზე ან სპეცოპერაციის ფორმებზე და ვინმეს პასუხისმგებლობაზე არც იქ უსაუბრია. პრემიერმინისტრმა აქციის მონაწილეებს მისცა პირობა, რომ მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა.

ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს გარკვეული დაპირებებიც მისცა, მათ შორის არის 12 მაისის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა".

შედეგად, აქცია დაიშალა. მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა "გამარჯვება" იზეიმეს.

აქციას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც და აღნიშნა, რომ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, მაგრამ პარლამენტის წინ შეკრებული ახალგაზრდების ნაწილის ქცევამ და განცხადებებმა უარყოფითი მუხტი შემოიტანა და კონტრაქციის ჩატარების საფუძველი წარმოშვა.

ბასიანი12 მაისის მოვლენები12 მაისიბასიანის საქმესპეცოპერაცია კლუბებში

ამავე თემაზე

  • კვირა, 12 მაისი, 2019 - 18:02გახარია ბიუსტზე: დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებასაც, რომელიც დგას რუსთაველზე
  • კვირა, 12 მაისი, 2019 - 17:40გახარია: ბასიანის სპეცოპერაციის მერე კლუბური ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტები შემცირდა
  • კვირა, 12 მაისი, 2019 - 15:28დღის ფოტო: პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის
  • ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი, 2018 - 14:33შსს: რეალიზატორები ახალ მომხმარებლებს არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ
  • ორშაბათი, 23 ივლისი, 2018 - 14:05საია და EMC: კლუბებში ჩხრეკის ჩატარების საფუძველი განჩინებაში დაუსაბუთებელია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕