ნარკოპოლიტიკა

გახარია: კლუბებიდან 112-ის გამოძახება გაიზარდა, იძულებულები ვიყავით, ეს ნაბიჯები გადაგვედგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული, სხვადასხვა კლუბში 20 გადაღებული შემთხვევა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის. შსს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალებიდან 112-ის გამოძახება და შემდეგ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციის გამო, გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, იყო 48.

სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო იძულებული, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები.

 

შს მინისტრი გიორგი გახარია 12 მაისის ღამეს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.

კომენტარები