ნარკოპოლიტიკა

გახარია: როცა შსს-ს აქვს ეჭვი ნარკორეალიზაციაზე, ვერავინ შეზღუდავს მისი მოქმედების არეალს

ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი, ყველას ერთობლივი პრობლემა. მაშინ, როცა შსს-ს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს. წერტილი! ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი.

ამის შემდგომ, ჩვენ ვართ მზად, განვიხილოთ ყველა საკითხი და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს, განსაკუთრებით პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით. მე დავპირდი სტუმრებს, რომ დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად, იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები პოლიციის მხრიდან, დღეის მდგომარეობით, არც ერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის.

შს მინისტრი გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები