სპეცოპერაცია კლუბებში

ევროპული საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს

ტაბულა

ევროპული საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია ადმიანის უფლებები და დაარბია თავისუფალი მოქალაქეები და არსებობს კიტხვები, რომელსაც გახარიამ პასუხი უნდა გასცეს.

,,ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები , დაარბია თავისუფალი მოქალაქეები. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ დამალულ ხელისუფლებას, რომელიც არანაირ პასუხისგებლობას არ იღებს ამაზე, მეორეს მხრივ, ცინიკურ და წარმოუდგენელ განცხადებებს, რომ თითქოს ძალის გამოყენება პროპორციული იყო, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. მეორე დღეს უფრო ცხადი გახდა, რომ ეს აქცია იყო არა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის აქცია, არამედ თავისუფალი მოქალაქეების, დაშინების, დაშანტაჟების და მათზე ძალადობის აქცია. ჩვენ, ევროპული საქართველო, პარლამენტის უმცირესობა კატეგორიულად ვითხოვთ უსწრაფესად შს მინისტრი გამოცხადდეს პარლამენტში. პირველი, მან სრულად უნდა უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს, არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს მათ აზრის გამოხატვაში და ამ პროტესტში და მეორე, გასცეს პასუხი კითხვებს, იმ უნამუსო ძალადობაზე თავისუფალი მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. როდესაც ასეთი ჩავარდნაა ადამიანის უფლებების კუთხით ხელისუფლების მხრიდან, პარლამენტმა უნდა განახორციელოს კონტროლი, ამიტომ უსწრაფესად მოვითხოვთ შს მინისტრის მოსვლას პარლამენტში’’- განაცახადა ევროპული საქართველოს წევრმა ელენე
ხოშტარიამ.

12 მაისს, ღამით, სპეციალური დანიშნულები რაზმი კლუბებში შეიჭრა. ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდე,გ პოლიციელებმა მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანები დაარბია და აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, იმ ღამით 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, რომელთაც სამი თვის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს.

კომენტარები