ნარკოპოლიტიკა

სუსი: ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე სუს-ის რიგით თანამშრომელი დავაკავეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ უწყების რიგითი თანამშრომელი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, 11 მაისს, თბილისში,ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი,1995 წელს დაბადებული ზ.კ. და 1985 წელს დაბადებული მოქალაქე მ.ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია", - წერია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ში დაკავებების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებენ. უცნობია უკავშირდებოდა თუ არა ეს დაკავებები პოლიციის მიერ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას. 

აღნიშნულ სპეცოპერაციას ახლა პარლამენტის ყოფილ შენობასთასთან სავარაუდოდ 10,000-ზე მეტი ადამიანი აპროტესტებს. აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. 

კომენტარები