ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
თბილისის ზოოპარკი

ნიამორები და კეთილშობილი ირმები თბილისის ახალ ზოოპარკში გადაიყვანეს

ოთხშაბათი, 25 აპრილი, 2018 - 18:00
tbl.ge/2w71
დაკოპირდა

ნიამორები და კეთილშობილი ირმები თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. თბილისის ზღვის მიმდებარედ განთავსებული ახალი ზოოპარკი 48 ჰექტარ ფართობს იკავებს. 

კავკასიის ჩლიქოსნების ვოლიერის მშენებლობა გერმანიის მთავრობამ დააფინანსა. ვოლიერის ფართობი ჰექტარზე მეტია. მის ცენტრში ხელოვნური კლდე დგას.

"სრული შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცხოველები ვოლიერში კი არა, ბუნებაში დასეირნობენ. თან როგორაა, იცით? ხელის გულზე კი არ არიან გამოფენილები ყველას დასანახად, კარგა ხანს უნდა იბოდიალო, რომ თვალი მოჰკრა ხეებსა და ბუჩქებს შორის მიმალულებს. ფოტოებიც ისეთი გამოდის, გულს უხარია. ასე გგონია, ზოოპარკში კი არა, სადღაც, ბუნებაში იღებ" - წერს თბილისის ზოოპარკის Facebook-გვერდის ადმინისტრატორი.

ცხოველების ტრანსპორტირება მათი დაძინებით იწყება. ძილის პერიოდს იყენებენ ცხოველის სრული ვეტშემოწმებისთვის.

"ვუმუშავებთ ჩლიქებს, ვუღებთ სისხლს ანალიზებისთვის და ვნომრავთ. ეს პროცედურები ცხოველების იდენტიფიცირებისა და მათი გენეტიკური მონაცემების შეგროვებისთვისაა საჭირო. თბილისის ზოოპარკი კეთილშობილი ირმებისა და ნიამორების კონსერვაციის პროექტს ახორციელებს, რაც ამ სახეობის ცხოველების გამრავლებასა და შემდგომ ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. ამისთვის კი მათი გენეტიკური მონაცემების ცოდნა აუცილებელია.

მოკლედ, დიდი ფაციფუცის შემდეგ, ნიამორები და ირმები წარმატებით დავაბინავეთ ახალ ვოლიერში. თავიდან ცოტა დაიბნენ, ეს სად მოვხვდით, რა დიდებული სამოთხეა, სულ მწვანეა და არც მანქანების ხმა ისმისო. მერე ნელ-ნელა შეეჩვივნენ ახალ გარემოს. დადიან, დაცუცუნობენ და ახრამუნებენ ახალამოწვერილ ბალახს. უხდებიან იქაურობას...

ახლა იმას ვფიქრობთ, რაც შეიძლება მალე მოვაწესრიგოთ იქაური ინფრასტრუქტურა, რომ თქვენც შეძლოთ ამ სილამაზით ტკბობა" - წერია თბილისის ზოოპარკის გვერდზე.

ამ დროისთვის ახალ ზოოპარკში სულ 30 ცხოველია გადაყვანილი. ერთ ვოლიერში ნიამორები და ირმები ბინადრობენ. მეორეში კი, მგლები და დათვები.

თბილისის ზოოპარკიირმებინიამორები

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 11 სექტემბერი, 2025 - 13:09ძველი ზოოპარკის ადგილზე მოეწყობა პარკი და დაუკავშირდება მზიურს - მერის მოადგილე
  • ორშაბათი, 17 მაისი, 2021 - 19:16თბილისის ზოოპარკში ორი ლემური დაიბადა (ფოტოები)
  • სამშაბათი, 9 მარტი, 2021 - 17:15თოვლიანი თბილისის ზოოპარკი და მისი ბინადრები
  • ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2020 - 16:04კიდევ ერთი ახალშობილი ჰამადრილი თბილისის ზოოპარკში
  • ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2020 - 15:37თბილისის ზოოპარკის ახალშობილი ჰამადრილი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

Facebook პოსტის გამო, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 11:35

Facebook პოსტის გამო, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტს შეხვდა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 10:58

ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტს შეხვდა

თანასოფლელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ჯგუფური ძალადობისთვის გარდაბანში 2 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 10:54

თანასოფლელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ჯგუფური ძალადობისთვის გარდაბანში 2 პირი დააკავეს

მეგობარს მანქანის შეძენაში დახმარებას დაპირდა და მისი $16 800 მიითვისა - დაკავებულია 1 პირი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 10:49

მეგობარს მანქანის შეძენაში დახმარებას დაპირდა და მისი $16 800 მიითვისა - დაკავებულია 1 პირი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 00:39

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

ყველაზე კითხვადი

დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
1დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
2ზელენსკი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ "მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს" აანონსებს
3WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
4ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
5რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით შეიზღუდება – ალტერნატიული მარშრუტები

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕