თბილისის ზოოპარკი

ძველი ზოოპარკის ადგილზე მოეწყობა პარკი და დაუკავშირდება მზიურს - მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას თქმით, ახალ ზოოპარკს "დაჩქარებული ტემპით" მოაწყობენ, ძველი ზოოპარკის ადგილას კი, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

"ქალაქში გვაქვს ძველი ზოოპარკი, რომლის გადატანაც დავიწყეთ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. დამეთანხმებით იმაში, რომ დღეს აღნიშნული ზოოპარკი ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს ვერც ცხოველებთან და ვერც ვიზიტორებთან მიმართებით.

შესაბამისად, დავგეგმეთ დაჩქარებული ტემპით მისი გადატანა.  შედეგად, მივიღებთ ახალ სივრცეს, დაახლოებით 50 ჰექტარ ფართობზე.  არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე კი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომელიც დაუკავშირდება მზიურის პარკს. შედეგად, მივიღებთ ერთიან პარკს, რომელიც ვაკეს და საბურთალოს რაიონებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ჯამში 25 ჰექტრამდე გამოვა აღნიშნული პროექტი“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ვერეს ტრაგედიის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადავიდოდა. პირველი ვოლიერი 2017 წელს გაიხსნა.

კომენტარები