დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით

მეუფე სპირიდონი გრძნობების შეურაცხყოფაზე: დაგვიწყებენ ჩივილს, ჩაგვყრიან ციხეში

წარმოიდგინეთ ახლა, ჩვენ, მართლმადიდებლებმა, რომ ვთქვათ, ჩვენი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა, რომელიც მოდის პირველი საუკუნიდან არის ჭეშმარიტი და დანარჩენი ყველაფერი ცრუ არს, თუ ვინმემ პრეტენზია წამოგვიყენა შენ შეურაცხყოფას გვაყენებ ჩვენ და ჩვენს რელიგიურ გრძნობებსო და კანონით იქნა, ასე ვთქვათ, ეს გატარებული, მაშინ რა დღეში ჩავცვივდებით ჩვენ - წარმოიდგინეთ! ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, იეჰოვას მოწმეები და სხვა არაქრისტიანული სარწმუნოება, ისინი, თუ კანონი იქნება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და არ იქნება დაკონკრეტებული, რომ ეს შეეხება მხოლოდ მართლმადიდებლებს, რომ არ შეიძლება ჭეშმარიტების შეურაცხყოფა, მართლმადიდებლების შეურაცხყოფა, მაშინ რა გამოდის? ნებისმიერი სასულიერო პირი ან ნებისმიერი მართლმადიდებელი კაცი, რომელიც ვალდებულია დაამოწმოს ჭეშმარიტება და თქვას, რომ ჭეშმარიტება არის მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოება და დანარჩენი ყველაფერი სიცრუეა და შესაბამისად, ეშმაკის მიერ მოგონებული, თუ ამას იტყვიან, ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, იეჰოვას მოწმეები, კათოლიკეები და სხვა სარწმუნოებები - არაქრისტიანული, ყველა ერთხმად აუმხედრდება და ჩხუბს დაუწყებენ მან შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენ და ჩვენს სარწმუნოებას უწოდა ბოროტი და ცრუო და მოგვთხოვენ სულ ყველას პასუხს. თუ ეს კანონი იქნა მიღებული "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ" ასეთი, ასე ვთქვათ, რედაქციით. თუ არ იქნა შიგნით კონკრეტულად დაფიქსირებული, რომ შეურაცხყოფა ქართველი ერის სარწმუნოებისა, მართლმადიდებლობისა - მარტო ამაზე თუ არ იქნა კანონი მიღებული, რომ ეს ისჯება კანონით. დანარჩენ შემთხვევაში რა გამოდის? გამოდის ის, რომ ჩვენ, სამღვდელოება, მღვდელმთავრები და ერის ხალხი, გამოდის, რომ ჩვენ აგვიკრძალავენ, რომ ვთქვათ, რომ სხვა სარწმუნოება არ არის ჭეშმარიტი. იმიტომ, რომ ისინი ჩვენ დაგვიწყებენ ჩივილს და რაც იყო კომუნისტების დროს, ბოლშევიკების დროს, რომ მღვდლებს ციხეში ყრიდნენ, ასე ჩაყრიან სამღვდელოებას ციხეში, ასე ჩაყრიან მართლმადიდებელ ერისხალხს ციხეში

სხალთელი მთავარეპისკოპოსის, სპირიდონ აბულაძის ქადაგებიდან

კომენტარები