დღეს პარტიაში მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს, ჩვენ დღეს არ ვმონაწილეობდით პარლამენტის სხდომაში. არ იყო დღეს ნაციონალური მოძრაობა ქუთაისში. ჩვენ ნინია კაკაბაძეს დავუჭირეთ მხარი, როდესაც პირველად იყო გამოტანილი მისი საკითხი, ჩვენ ვუჭერთ მის კანდიდატურას მხარს, განცხადებაც გავაკეთეთ არაერთხელ, ისევე, როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს ქალების კვოტირების საკითხს და ეს დავადასტურეთ კენჭისყრაში, როდესაც ვიყავით პარლამენტში. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება და ვართ იქ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
გოცირიძე: კაკაბაძეს მხარს ვუჭერდით, მაგრამ პარტიული ღონისძიების გამო სესიაზე არ ვიყავით
tbl.ge/2v71
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე ტაბულასთნა საუბრისას. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა. კაკაბაძის კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




