რუსეთი-თურქეთი

პუტინი: თურქეთისთვის S-400 სარაკეტო სისტემის მიყიდვის შეთანხმება დაჩქარდება

ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით რუსეთსა და თურქეთს შორის რუსული S-400 სარაკეტო სისტემის შეძენის შესახებ შეთანხმება დაჩქარდება. ამის შესახებ მან ანკარაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ მივიღეთ ამ ძალიან ეფექტური რუსული სისტემის თურქეთისათვის მიწოდების დაჩქარების გადაწყვეტილება." თქვა მან. პუტინის თქმით გადაწყვეტილება "თურქი პარტნიორების და მეგობრების თხოვნის" საფუძველზე მიიღეს.

შეთანხმების მიხედვით თურქეთი რუსეთისაგან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების S-400 ტიპის სარაკეტო სისტემებს შეიძენს.

თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინმა ერდოღანთან ერთად ატომური სადგურის მშენებლობა გახსნა. რუსული მედიის ინფორმაციით სადგურის პირველი რეაქტორი 2023 წელს ამუშავდება. არსებული გათვლებით 2025 წლამდე ოთხი რეაქტორი უნდა ამუშავდეს და თურქეთის 10% ენერგიით მოამარაგოს. პროექტის 51%-ან წილს როსატომი ფლობს, თუმცა 49%-ის გაყიდვას ცდილობს.

თურქეთში ირანის, რუსეთის და თურქეთის ლიდერები სირიაში არსებული მდგომარეობის განსახილელად შეიკრიბებიან. ისინი "დეესკალაციის ზონების" და ახალი კონსტიტუციის შექმნის შესახებ იმსჯელებენ.

კომენტარები