ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ნარკოპოლიტიკა

მუქარა ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო - ზურაბიშვილი პოლიციას ადანაშაულებს

ხუთშაბათი, 22 მარტი, 2018 - 16:58
facebook.com/giorgi.zurabishvili.16
tbl.ge/2ugi
დაკოპირდა

ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ემუქრებიან. მისი თქმით, მუქარის ავტორების უკან ძალოვანი უწყებები დგას.

"ძალიან ხშირად, აქტიურად ვაპროტესტებ არსებულ ნარკოპოლიტიკას და მიმაჩნია, რომ სამარცხვინო ნარკოპოლიტიკა გვაქვს, ამას ბევრი ადამიანი ეწირება და ბევრი ადამიანის ცხოვრება ინგრევა ამის გამო. ჩემი მეგობარი, მამუკა ბერძენიშვილი დაიჭირეს მცირე რაოდენობის MDMA-ის გამო. ეს კლუბური ნარკოტიკია და კანონში საერთოდ არ არის განსაზღვრული ოდენობა - რამდენიც არ უნდა გქონდეთ, ითვლება დიდ ოდენობად და 8-დან 20-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფეისბუქზე ჩემი პოსტი ეძღვნებოდა ამას, გავაპროტესტე, რომ მეგობარი ამის გამო 8 წლით ციხეში უნდა იჯდეს. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც, ფეისბუქის ყალბი ანგარიშებით, დაიწყო მუქარები. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ძალოვანი უწყებების მიერ მართული ანგარიშებია, აქვთ მდაბიო ლექსიკა, დაშინებები. ეს წერილები როცა ეს გავასაჯაროვე, უკვე იმ ადამიანებს ემუქრებოდნენ, ვინც ამ თემაზე კომენტარებს მიწერდა", - აცხადებს ზურაბიშვილი ტაბულასთან.

მისი თქმით, იმისთვის, რომ იფიქროს ამ ანგარიშების უკან ძალოვანი უწყებები არიან, რამდენიმე მიზეზი აქვს.

"ამაზე მიუთითებს მათი ლექსიკა, ტერმინოლოგია, მუქარების შინაარსი. თავიდან, თავიანთ თავს ირიბად თვითონვე წარმოაჩენდნენ, როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც მე ეს ყველაფერი გავასაჯაროვე, შეცვალეს ფირფიტა და ამბობდნენ, რომ ხუმრობა იყო. თან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვინმე აპროტესტებს ნარკოპოლიტიკას და ასეთი რამ ხდება. ძალიან ხშირად იყენებენ ასეთ მეთოდებს, მიღებული პრაქტიკაა. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ვიღაცის ნებართვით.

ჩემს შემთხვევაში ეს ქმედება განწირული იყო, რადგან ჟურნალისტი ვარ, ვჩანვარ ეკრანზე და ბევრი მიცნობს. შესაბამისად, არ შემშინებია ასეთი მუქარების. მაგრამ ადამიანებზე, რომლებზეც ცოტამ იცის ვინ არიან ან "პატრონი" არ ჰყავთ, მით უმეტეს, თუ ნასამართლევები არიან, ძალიან იმოქმდებს ასეთი მუქარა და შეიძლება აჩვენოს ის შედეგი, რაც მუქარების ავტორებს სურთ", - ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე ინფორმაციით, უკვე დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და ხვალ გამოკითხვაზე დაიბარეს. პარალელურად, გიორგი ზურაბიშვილი სარჩელს ამზადებს.

უცნობია დაიწყო თუ არა ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ მზად არიან მიიღონ ყველა ზომა შესაძლო კანონდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის.

"მოქალაქე გიორგი ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი მეგობრის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვისთვის ემუქრებიან, რის საფუძველზეც, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მას უკვე დაუკავშირდა. გიორგი ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. თავის მხრივ სამინისტრო მზადაა, მიიღოს ყველა საჭრო ზომა, რათა იდენტიფიცირებული იქნას ყველა შესაძლო კანონდამრღვევი და მოხდეს მათი დასჯა", - აცხადებენ შსს-ში.

ნახეთ სქრინები, რას წერდნენ გიორგი ზურაბიშვილს:

ნარკოპოლიტიკაგიორგი ზურაბიშვილიშსსპოლიციასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროMDMA

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026 - 03:23ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
  • პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025 - 22:48სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
  • ოთხშაბათი, 1 ოქტომბერი, 2025 - 22:54ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
  • ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025 - 14:08ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
  • ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025 - 12:03ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ცნობილია, რა ეღირება სასკოლო ფორმები – მიქანაძემ ბრძანება გამოსცა
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 20:11

ცნობილია, რა ეღირება სასკოლო ფორმები – მიქანაძემ ბრძანება გამოსცა

ბურჭულაძე 4 ოქტომბის საქმეზე დაკავებულებს: ჩემი მოწოდებაა მიიღოთ საპროცესო შეთანხმება
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 18:26

ბურჭულაძე 4 ოქტომბის საქმეზე დაკავებულებს: ჩემი მოწოდებაა მიიღოთ საპროცესო შეთანხმება

გაუგებარი კონფლიქტია – თოყაევმა პუტინს შეხვედრაზე უკრაინასთან ომის გაყინვისკენ მოუწოდა
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 17:59

გაუგებარი კონფლიქტია – თოყაევმა პუტინს შეხვედრაზე უკრაინასთან ომის გაყინვისკენ მოუწოდა

მახინჯაურში, ზღვაში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა იპოვეს - დაიწყო გამოძიება
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 17:41

მახინჯაურში, ზღვაში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა იპოვეს - დაიწყო გამოძიება

26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - სააგენტო
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 17:31

26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - სააგენტო

ყველაზე კითხვადი

"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
1"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
2Wildberries-ის საწყობებზე იერიშების გამო მზღვეველების დახმარებას არ ვაპირებთ – ნაბიულინა
3საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები
4ზატულინი გიორგი ჭიღლაძეზე: დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
5EU-ს სანქციების შემდეგ რუსულმა Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა

ბოლო ვიდეო

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:40"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕