დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ტერეზა მეიმ შესაძლოა ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულოს

EPA

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხვდება. შეხვედრაზე ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეს განიხილავენ.

ყოფილი აგენტი და მისი ქალიშვილი, იულია სკრიპალი 4 მარტს ქალაქ სალისბურიში ნერვულ აგენტით მოწამლეს და ამ დრომდე მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთი გააფრთხილა, რომ თუ მოწამვლასთან რუსეთის კავშირის დადასტურდება, ბრიტანეთის სათანადო ზომებს მიიღებს.

ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით მოწამვლა სახელმწიფოს მიერ შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს და მოელის, რომ ოფიციალურ მოსკოვს დაადანაშაულებენ.

გავრცელებული ცნობით, ინგლისი რუსეთში დაგეგმილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ სერგეი სკრიპალის მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობა დადასტურდება.

კომენტარები