უკანონო ხე-ტყე

ფიჭვის ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს ზედამხედველობის სამსახური

გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა. საუბარია ფიჭვისგან დამზადებულ ფიცარზე.

"მცხეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, ფიჭვის სახეობის 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლმა წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სოციალური ჭრის მიზნით იყო გაცემული და რეგიონის საზღვრებს გარეთ, ხე-ტყის ტრანსპორტირებას კრძალავდა. შეგახსენებთ, რომ, აკრძალულია სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ხე-ტყის დამზადება სოციალური ჭრის წესით." - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

კომენტარები