უკანონო ხე-ტყე

ხუთ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 93 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები თბილისსა და გურიაში.

  • კახეთი - 447
  • სამცხე-ჯავახეთი - 130
  • იმერეთი - 119
  • ქვემო ქართლი - 102
  • აჭარა - 100
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 88
  • შიდა ქართლი - 57
  • მცხეთა-მთიანეთი - 32
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18
  • გურია - 16
  • თბილისი - 12

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობითვე, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 12429 მ3-მდე ხე-ტყე.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი და ამოღებულია 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები