გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 01 იავრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 152 ფაქტი კახეთში გამოვლინდა, ყველაზე ნაკლები კი მცხეთა-მთიანეთში.
- კახეთი - 152;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 25;
- იმერეთი - 31 ფაქტი;
- გურიაში - 8;
- რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 11,
- აჭარა - 24;
- მცხეთა-მთიანეთში - 3;
- შიდა ქართლში - 27;
- ქვემო ქართლი - 32;
- სამცხე-ჯავახეთი - 88;
უწყების ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 მ3-მდე ხე-ტყე.
გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მათივე ინფორმაციით, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.