უკანონო ხე-ტყე

2019 წლის მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 375 ფაქტი გამოავლინეს

2019 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 375 ფაქტი გამოავლინა. მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. რაც შეეხება წინა წლის იმავე პერიოდს, გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის ამავე პერიოდში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოვლინდა.

"ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 29, იმერეთში _ 50, გურიაში - 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 12, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 16, მცხეთა-მთიანეთში - 4, შიდა ქართლში - 36, ქვემო ქართლის მასშტაბით - 48, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი - 49 ფაქტი დაფიქსირდა.
თბილისში, მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 5ფაქტი გამოვლინდა, "- წერია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1135,55 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 70 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია 24 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები