უკანონო ხე-ტყე

ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

სამინისტრო ინფორმაციით, თეთრიწყაროს, წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფელებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში  32 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი და 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული. მძღოლებმა  ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  ავტომანქანები დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები მასალები გადაგზავნილია შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.

კომენტარები