დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

რუსეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისმა შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს

ვლადიმირ პუტინი და სეპ ბლატერი
Getty Images

თუ დადასტურდება, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ნერვული აგენტით მოწამვლის უკან რუსეთი დგას, ინგლისი რუსეთში დაგეგმილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტს განიხილავს.

ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში ინგლისს შესაძლოა ავსტრალია, პოლონეთი და იაპონია შეუერთდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ ინგლისის ნაკრები ამ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მან შესაძლოა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვეღარ ითამაშოს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისს იწყება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში, ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში 4 მარტს მოწამლეს. 66 წლის სერგეი სკრიპალი, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა თავშესაფარი 2010 წელს მიანიჭა, ყოფილი რუსი აგენტია აშშ-ში და გავრცელებული ცნობით დიდი ბრიტანეთისათვის ჯაშუშობდა.

მოწამლულია მისი 33 წლის ქალიშვილი იულია სკრიპალიც. ისინი შეუძლოდ სუპერმარკეტში გახდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივეს მდგომარეობა კრიტიკულია.

სკრიპალი რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. ის რუსეთმა 2006 წელს MI6-ისთვის ევროპაში რუსი ჯაშუშების ვინაობების გამხელაში დაადანაშაულა და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათი თქმით სკრიპალი ბრიტანეთის დაზვერვას რუსი ჯაშუშების შესახებ ინფორმაციას 1990-იანი წლებიდან აწვდიდა და სანაცვლოდ 100,000 აშშ დოლარი მიიღო. ის 2010 წელს ბრიტანეთში ჯაშუშების გაცვლის ფარგლებში მოხვდა. მის სანაცვლოდ რუსეთს აგენტების ჯგუფი გადასცეს, რომელთა შორის იყო ანა ჩაპმანიც.

ინგლისში 2006 წელს რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული რუსი აგენტის, ალექსანდ ლიტვინენკოს მკვლელობაში კრემლის მონაწილეობის დადგენისათვის გამოძიებას თითქმის 10 წელი დასჭირდა.

კომენტარები