ცნობილი ადამიანები

TMZ: ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი რიკ როსი საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაშია

Fox News

TMZ-ს გავრცელებული ინფორმაციით, რიკ როსი მაიამის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. წყაროების თქმით, რეპერი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც იგი საკუთარ სახლში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. 

სტატიის თანახმად, რეპერი ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის (ECMO) აპარატზეა მიერთებული, რომელიც მის სისხლს ჟანგბადით სხეულის გარეთ ტვირთავს, შემდეგ კი სხეულში აბრუნებს.  

რიკ როსის ოფიციალური წარმომადგენლები და ოჯახი ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა მის მდგომარეობას მეგობრები და ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან და მას გამოჯანმრთელებას უსურვებენ:

 

 

 

 

 

კომენტარები