მსოფლიო

93 წლის ქალი კენიაში, ბავშვთა სახლში მოხალისედ წავიდა

iSTOCK

93 წლის იტალიელი ქალი კენიაში, ბავშვთა სახლში მოხალისედ წავიდა.

ამის შესახებ მისმა შვილიშვილმა, ელიზა კოლტრომ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

"ეს ჩემი ახალგაზრდა 93 წლის ბებია ირმაა, რომელიც დღეს ღამე კენიაში მიდის. ის არ მიდის რომელიმე ტურისტულ კურორტზე, არამედ ერთ-ერთი სოფლის ბავშვთა სახლში. ამას იმიტომ გიყვებით, რომ ყოველთვის ვიყოთ დაუგეგმავები და გაუფრთხილებლები, რათა ვიცხოვროთ და არა ვიარსებოთ. შეხედეთ მას, ვინ შეაჩერებს? ძალიან მიყვარს." - წერს კოლტრო.

კომენტარები