მსოფლიო

Kill Bill-ის მსახიობი, სონი ჩიბა, კორონავირუსით გარდაიცვალა

იაპონელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, სონი ჩიბა, 82 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ჩიბა იაპონელი მაყურებლისთვის არაერთი სამახსოვრო როლითაა ცნობილი, თუმცა მსოფლიომ იგი კვენტინ ტარანტინოს ლეგენდარული ფილმიდან – Kill Bill – გაიცნო, სადაც მსახიობი ჰატორი ჰანზოს, იაპონელი მჭედლისა და კატანების უბადლო ოსტატის როლს ასრულებს. 

სონი ჩიბას სამსახიობო კარიერა ხუთ ათეულ წელს ითვლის. კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ ჩიბას სიკვდილის შემდეგ კომენტარი ოფიციალური ანგარიშით გაავრცელა და აღნიშნა, რომ იგი "ლეგენდარული" მსახიობი იყო, რომელიც "სიმტკიცისა და სიღრმის ნაერთს გვთავაზობდა".

სონი ჩიბამ ტარანტინოს კლასიკაში გადამდგარი მჭედლის როლი მოირგო, რომელიც უმა თურმანს, ანუ ბეატრიქს კიდოს, შურისძიებაში ეხმარება და სპეციალურად მისთვის უნაკლო კატანას ჭედავს. 

კომენტარები