მსოფლიო

ვეშაპმა ამერიკელი მყვინთავი ჯერ გადაყლაპა, შემდეგ კი უკან ამოაგდო

ამერიკელმა მყვინთავმა და მეთევზემ, მაიკლ პაკარდმა, კუზიანი ვეშაპის მუცელში 30-40 წამი გაატარა

როგორც თავად იხსენებს, პროვინსთაუნის წყლებში ჩაყვინთვიდან მალევე, პაკარდი გიგანტურმა ვეშაპმა გადაყლაპა, თუმცა 30-40 წამი შემდეგად უკან ამოაგდო. ერთადერთი დაზიანება, რომელიც მსხვერპლს შეენიშნება, სავარაუდოდ ამოვარდნილი მუხლია. 

მაიკლ პაკარდი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მეუღლის დაჟინების მიუხედავად, 40-წლიანი კარიერისთვის თავის დანებებას არ აპირებს.

ცნობისთვის, კუზიანი ვეშაპის სიგრძე 15 მეტრს აღწევს, წონა კი 36 ტონას. 

კომენტარები