სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის გზაზე ავტოსაგაზო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ინტერპრესნიუსი თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ოპელის მარკის ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა. 70 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





