Victoria's secret-ის მოდელს, ბეჰატი პრინსულსა და Maroon 5-ის სოლისტს, ადამ ლევინს მეორე გოგო შეეძინათ.
წყვილმა ახალშობილს ჯიო დაარქვა, პირველი გოგო მათ 18 თვის წინ გაუჩნდათ და მას დასტი როუზი ქვია.
პრინსლუსა და ლევინს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ ახალშობილის სურათი. უკანასკნელ სურათზე, რომელიც ადამ ლევინმა ვალენტინობის დღეს დადო, ბეჰატი პრინსლუ ჯერ კიდევ ორსულად არის.
ადამ ლევინმა და ბეჰატი პრინსლუმ 2014 წლის 19 ივლისს იქორწინეს.