სროლა აშშ-ში

FBI-ის ინფორმაცია ჰქონდა თავდამსხმელზე, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა

bbc

უცხოური მედიის ინფორმაციით, FBI-ის გარკვეული ტიპის ინფორმაცია ჰქონდა თავდამსხმელზე, რომელმაც ფლორიდის სკოლაში ცეცხლი გახსნა.

როგორც გაირკვა, გასულ წელს სოციალურ ქსელ youtube-ის ერთერთ ვიდეოზე მკვლელმა ნიკოლას კრუზმა შემდეგი სახის კომენტარი დატოვა - "მე პროფესიონალი მკვლელი ვიქნები სკოლაში." ამის შესახებ, რა თქმა უნდა, საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ და მასწავლებელიც კი გააფრთხილეს კრუზთან დაკავშირებით. 

FBI-ის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა შეუძლებელი იყო იმ პირის სრულად იდენტიფიცირება, რომელმაც კომენტარი დაწერა.

კრუზი "დისციპლინური მიზეზის" გამო გარიცხული იყო სკოლიდანაც.

აშშ-ში, პარკლანდის სკოლაში ნიკოლას კრუზის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი მძიმედ დაშავდა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გარდაცვილილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს Twitter-ის საშუალებით მიუსამძიმრა.

 

კომენტარები