CBS News წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირმა, რომელმაც თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმის დროს ცეცხლი გახსნა, დაკავების შემდეგ, სამართალდამცველ ორგანოებს უთხრა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ.
CBS News-ის ცნობით, წყარომ სამართალდამცველი ორგანოებიდან მათ უთხრა, რომ ეჭვმიტანილს არ უთქვამს, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპი იყო და მხოლოდ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახსენა.
სროლაში ეჭვმიტანილი 31 წლის კალიფორნიელი კოულ ტომას ალენია.
25 აპრილს, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლის ხმის შემდეგ შენობიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, პირველი ლედისა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნების ევაკუაცია მოხდა.
CNN-ის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი იმ სასტუმროში შეღწევას ცდილობდა, სადაც ვახშამი მიმდინარეობდა. პოლიციამ ის მისაღებში უვნებელყო.





