სროლა აშშ-ში

ვირჯინიის შტატში CIA-ს შტაბბინის დაცვის თანამშრომლებმა ერთ ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ლენგლიში მდებარე ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) შტაბბინის გარეთ, დაცვის თანამშრომლებმა ერთ ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც NBC წყაროზე დაყრდნობით წერს, სროლას მსხვერპლი არ მოყოლია.

CIA-ს სპიკერი სროლის შემთხვევას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ "ადგილი ჰქონდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტს, რაზეც სამართალდამცავებმა მოახდინეს შესაბამისი რეაგირება CIA-ს შენობის გარეთ".

ვირჯინიის შტატის ქალაქ ფერფაქსის პოლიციის სპიკერმა კი ABC News-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ინციდენტი ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა.

გარდა ამისა, CIA-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ ლენგლის კომპლექსის მთავარი შესასვლელი დახურულია და თანამშრომლებს ალტერნატიული მარშრუტის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები