სროლა აშშ-ში

ცნობილია პირის ვინაობა, ვინც თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმის დროს ისროლა

გამოცემა Associated Press სამართალდამცველი ორგანოების 2 წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ პირი, რომელმაც 25 აპრილს თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმის დროს ცეცხლი გახსნა, 31 წლის კოულ ტომას ალენია. მათივე ინფორმაციით, ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორანსიდანაა.

ასევე, CNN-ის ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილი კოულ ტომას ალენი მასწავლებლად და ვიდეოთამაშების შემქმნელად მუშაობდა. მან კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაამთავრა - ის კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრია.

აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, სროლაში ეჭვმიტანილმა ალენმა 2024 წელს საარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპის კონკურენტს, კამალა ჰარისს 25 დოლარი შესწირა. 

ალენის სასამართლო პროცესი 27 აპრილს გაიმართება.

25 აპრილს, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლის ხმის შემდეგ შენობიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, პირველი ლედისა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნების ევაკუაცია მოხდა.

CNN-ის ინფორმაციით, იარაღითა და დანებით შეიარაღებული პირი სასტუმროს იმ ოთახში შეღწევას ცდილობდა, სადაც ვახშამი მიმდინარეობდა - მან საიდუმლო სამსახურის აგენტის მისამართით გაისროლა. პოლიციამ ის მისაღებში უვნებელყო.

კომენტარები