აუდიტორია 115

აუდიტორია 115-ის საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

აქცია ბათუმში
fb.com/auditorium115

რუსთაველის განზირზე, პარლამენტის შენობასთან აუდიტორია 115-ის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი აქციის მონაწილეების გზის სავალ ნაწილზე გადასვლას მოჰყვა. პოლიცია მათ მოუწოდებდა, ავტომობილების მოძრაობა არ შეეფერხებინათ. არავინ დაუკავებიათ.

აქცია, რომელიც თსუ-ს პირველი კორპუსიდან მსვლელობით დაიწყო, უკვე დასრულდა. აუდიტორია 115 და სხვა მონაწილეები „ქმედითი შრომის ინსპექციის“ არსებობასა და შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვას ითხოვდნენ. აქცია კიდევ ერთი მუშის დაღუპვის შემდეგ დაიგეგმა.

კომენტარები