აუდიტორია 115

აუდიტორია 115 დღეს, 18:00 საათზე, თსუ-ში საპროტესტო აქციას გამართავს

Paata Vardanashvili / Wikipedia

აუდიტორია 115 დღეს, 18:00 საათზე, თსუ-ში საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, თვითმმართველობის გაუქმების შესახებ პოზიცია დღესვე დააფიქსიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუდიტორია 115-ის წევრები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. 

სტუდენტურ თვითმმართველობასა და აუდიტორია 115-ს შორის მომხდარ დაპირისპირებას არ უარყოფენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, სტუდენტებს შორის ნებისმიერი სახის დაპირისპირება მიუღებელია და მსგავსი ფაქტები უნივერსიტეტში არ უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, უნივერსიტეტის ვიდეოკამერებით დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერს, Facebook-ში გავრცელებულ მასალებს და იმ ფაქტებს, რაც დაპირისპირებას წინ უძღოდა, შეისწავლის უნივერსიტეტის ეთიკის კომისია და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

თსუ-ის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 მაისს ორ სტუდენტს შორის მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას რამდენიმე სტუდენტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აუდიტორია 115-ის მტკიცებით კი, თვითმმართველობის წევრებმა მათ ერთ-ერთ წევრს ცოტნე ცხვედიანს სცემეს.

კომენტარები