აუდიტორია 115

აუდიტორია 115 განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს თსუ-ში იწვევს

აუდიტორია 115-ის წევრები განათლების ახალ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეში იწვევენ. ამის შესახებ აუდიტორია 115 განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო შეყოვნდა პროცესი, რომელიც  უმაღლესი განათლების შესახებ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებდა. აუდიტორიის წევრებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ პრემიერმინისტრთან და განათლების სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაცია უნდა დაჩქარდეს.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო, შეყოვნდა პროცესი, რომელიც ერთის მხრივ ითვალისწინებდა საკანონმდებლო ცვლილებებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში,(საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევა, რეგულაციის დაწესება, რომლის თანახმადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლი ვერ გახდება რექტორი, სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალიზებული, იერარქიული სტრუქტურის გაუქმება) ხოლო, მეორეს მხრივ, დაგეგმილი იყო განათლებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ პლატფორმის შექმნა, რომლის განსახილველი საკითხებს შორის პირველი არის განათლების ფუნდამენტური რეფორმა და გარე რეფერირება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელსაც მივაღწიეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და განათლების სამინისტროსთან, უნდა დაჩქარდეს, ვინაიდან, პარლამენტის მუშაობის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამ საკითხების "ღიად" დატოვება კი კიდევ უფრო გაამძაფრებს იმ კრიზისულ სიტუაციას, რომელიც ახლა უნივერსიტეტშია. აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ და არა მარტო, ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, 18 საათზე, აუდიტორია 115-ში, ვიწვევთ განათლების ახალ მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას."-წერია აუდიტორიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა გუშინ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა. ალექსანდრე ჯეჯელავამ საჭიროების შემთხვევაში პროცესებში ჩართულ მხარეებთან შესახვედრას მზადყოფნა გამოთქვა

 

კომენტარები