აუდიტორია 115

აუდიტორია 115-ის წევრები მაღაზია ბიბლუსში შეიჭრნენ

წიგნების მაღაზია ბიბლუსი გალერიში აუდიტორია 115-ის წევრები შეიჭრნენ. ბიბლუსის ხელმძღვანელებმა პოლიცია გამოიძახეს და სტუდენტებს მაღაზიის დატოვებისკენ მოუწოდეს. 

აუდიტორია 115 ბიბლუსის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც სამსახურიდან ის ორი თანამშრომელი დაითხოვეს, ვინც სამუშაო პირობები საჯაროდ გააკრიტიკა. 

ეს პირველი შემთხვევა არაა როცა აუდიტორია 115 შენობებში იჭრება. 9 თებერვალს, მოძრაობის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეიჭრნენ და პირდაპირ ეთერში ჩართვა მოითხოვეს. 

მანამდე აუდიტორია 115-ის წევრებს  დღეების მანძილზე ჰქონდათ დაკავებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეექვსე კორპუსები. 

კომენტარები