უბედური შემთხვევა

მამაკაცი, რომელიც მშენებლობაზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, კლინიკაში გარდაიცვალა

metro.us

ზუგდიდში, სოფელ რუხში, მშენებლობაზე უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს. ის ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, "პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე". მას "სახეზე ნაკაწრები და პირიდან სისხლდენა აღენიშნებოდა".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები