დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის ექიმი: ტრამპის კოგნიტური შესაძლობლები წესრიგშია

CNN

თეთრი სახლის ექიმი რონი ჯექსონი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, მას არანაირი დარღვევა არ აღმოაჩნდა. 

"არანაირი ეჭვები არ მაქვს მის კოგნიტიურ შესაძლებლობებსა და ნევროლოგიურ ფუნქციებთან დაკავშირებით,"- განაცხადა ჯექსონმა. 

თეთრი სახლის ექიმმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ში საკამათო წიგნი გამოვიდა, რომელიც ტრამპის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეკულაციებს ეხებოდა. 

გასულ კვირას აშშ-ს 71 წლის პრეზიდენტმა 3-საათიანი გამოკვლევა ჩაიტარა. ეს მისი პირველი სამედიცინო შემოწმება იყო პრეზიდენტის რანგში. ექიმი ჯექსონის თქმით, პრეზიდენტის ჯანმრთელობა საერთო ჯამში "საუცხოოა". ექიმის თქმით, ტრამპი ახლა იმ სიკეთეებით სარგებლობს, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმამ მოუტანა. 

რეპორტიორის კითხვაზე, როგორ შეიძლება კარგ ფორმაში იყოს კაცი, რომელიც შემწვარ წიწილას და დიეტურ კოლას მიირთმევს და არ ვარჯიშობს, ჯექსონმა უპასუხა, რომ "ამას გენეტიკა ეწოდება". 

კომენტარები