შსს

შსს: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარებისთვის 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 1985 წელს დაბადებული დ.ტ. წყნეთში დააკავეს.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბერეტას სისტემის პისტოლეტი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე. 

კომენტარები