ავსტრია

ავსტრიაში ახალი სამთავრობო კოალიციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

BBC

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საპროტესტო აქციები გაიმართა. 20,000-მდე ადამიანი ახალ სამთავრობო კოალიციას აპროტესტებდა, რომელშიც ულტრა-მემარჯვენე პარტიაც შედის.

მომიტინგეები ევროპის ქვეყნებს მოუწოდებდნენ ბოიკოტი გამოუცხადონ ავსტრიის ახალ მთავრობას და დაგმონ მის მიერ 2018 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის პრეზიდენტის როლის მიღება. მომიტინგეებს ეჭირათ პლაკატებზე წარწერით"არ მისცეთ ნაცისტებს საშუალება მართონ ქვეყანა."

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებულ საპარლამენტო არჩვნებში სებასტიან კურცის სახალხო პარტიამ ხმების 31,5% მიიღო, ხოლოდ მემარჯვენე პოპულისტურმა თავისუფლების პარტიამ 26%.

ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვან დერ ბელენმა ავსტრიის თავისუფლების პარტიასა და სახალხო პარტიებს შორის კოალიცია დაამტკიცა.

ვან დერ ბელენმა კოალიციის შესახებ შეთანხმებას ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, რაც პარტიებმა პირობა დადეს, რომ ახალი სამთავრობო კოალიცია ევროკავშირის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ერთგული დარჩებოდა.

კომენტარები