განათლება

ყველაზე დაბალი ხელფასები ისევ განათლების სექტორშია

iStockphoto

საქსტატმა სექტორების მიხედვით, საშუალო ხელფასების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, კონტრაქტით დასაქმებულთა ხელფასები ყველაზე დაბალი წელსაც განათლების სექტორშია. საქსტატი ამ სტატისტიკას 2007 წლიდან ითვლის, გასული 10 წლის სტატისტიკითაც განათლება ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორი იყო.

საშუალო ხელფასები სექტორების მიხედვით, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით:

  • განათლება - 565 ლარი თვეში
  • სოფლის მეურნეობა - 742 ლარი თვეში
  • სასტუმროები, რესტორნები - 818 ლარი თვეში
  • კომუნალური და სოციალური მომსახურების გაწევა - 838 ლარი თვეში
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 918 ლარი თვეში
  • ვაჭრობა - 935 ლარი თვეში
  • ჯანდაცვა - 958 ლარი თვეში
  • მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა - 1221 ლარი თვეში
  • ენერგეტიკა - 1224 ლარი თვეში
  • სახელმწიფო მმართველობა - 1296 ლარი თვეში
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1329 ლარი თვეში
  • სამთომომპოვებელი მრეწველობა - 1337 ლარი თვეში
  • საფინანსო საქმიანობა - 1861 ლარი თვეში
  • მშენებლობა - 1999 ლარი თვეში

წარმოდგენილი სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ მათი ხელფასების კრებით მონაცემს, ვინც ამ სექტორებში ხელშეკრულების შედეგად არის დასაქმებული, ამიტომაც ის რეალური მაჩვენებლისგან შესაძლოა განსხვავდებოდეს. 

კომენტარები