დონალდ ტრამპი

ტრამპი: იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების მგმობელ ქვეყნებს ფულს აღარ მივცემთ

CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ იმ ქვეყნებს, ვინც ხვალ გაეროს რეზოლუციას მხარს დაუჭერს ფინანსურ მხარდაჭერას შეუწყვეტს.

"ისინი იღებენ მილიონობით და მილიარდობით დოლარს და შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ ვაკვირდებით ამ კენჭისყრებს. დაე მისცენ ხმა ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ბევრს დავზოგავთ. ჩვენ არ გვადარდებს." თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეა, რომელსაც 193 წევრი ჰყავს და სადაც არც ერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება, იშვიათ საგანგებო შეხვედრას ხვალ არაბული და მუსლიმური ქვეყნების მოთხოვნით გამართავს, რომლებმაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს.

რეზოლუცია უშუალოდ აშშ-ს არ ახსენებს, თუმცა აღნიშნულია, რომ იერუსალიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით ის მათ სახელებს ჩაინიშნავს, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციას, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას აკრიტიკებს, მხარს დაუჭერს. მან წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპმა მას სთხოვა მოხსენება იმის თაობაზე, თუ ვინ მისცემს ხმას აშშ-ის საწინააღმდეგოდ ხუთშაბათის სხდომაზე.

კომენტარები