მექსიკა

მექსიკაში ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

CNN

მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე, ტურისტული ავტობუსი გზიდან გადავარდა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვის. დაშავებულია 18 ადამიანი.

ავტობუსში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ტურისტები აშშ-დან, იტალიიდან, ბრაზილიიდან და შვედეთიდან. ტურისტები მაიას ცივილიზაციის ძეგლების მოსანახულებლად მიდიოდნენ.

ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები