ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში 59 წლის მამაკაცი ჩრდილოეთ კორეასთან არალეგალური ეკონომიკური კავშირის და რაკეტებისა და მასობრივი განადგურების იარაღის მიწოდების გარიგებისათვის დააკავეს.
გავრცელებული ცნობით ის ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გაყიდვაში ეხმარებოდა. მას ბრალად ასევე ჩრდილოეთ კორეაში, ინდონეზიასა და ვიეტნამში არსებულ ჯგუფებს შორის ქვანახშირის გაყიდვის შუამავლობა ედება.
ავსტრალიის ფედერალური პოლიციის მტკიცებით მან ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული ავსტრალიისა და გაეროს სანქციები დაარღვია.
პოლიციის თქმით არსებობოს მტკიცებულება, რომ მამაკაცს მაღალი რანგის ჩრდილოეთ კორეელ ოფიციალურ პირებთან ჰქონდა კავშირი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლმდე პატიმრობა ემუქრება.





