სიდნეიში ორი შაშხანით შეიარაღებულმა 60 წლის კაცმა ხალხმრავალ ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.
მსროლელი ადამიანებს, მანქანებს და ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ესროდა.
პოლიციამ მსროლელის დაკავება მალევე შეძლო. ანგარიშის მიხედვით უცნობმა 50-დან 100-მდე ტყვიის გასროლა მოასწრო.
სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა ერთ ადამიანი, კიდევ 19-მა გამვლელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.





