ავსტრალია

ავსტრალიაში ტერაქტის დროს მოქალაქემ ტერორისტი განაიარაღა (VIDEO)

დღეს ავსტრალიაში ქალაქ სიდნეიში ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მომხდარი ტერაქტის დროს მოქალაქემ ტერორისტი განაიარაღა.

ჯერჯერობით მამაკაცის ვინაობა, რომელმაც ერთ-ერთი ტერორისტის განეიტრალება შეძლო, ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ ის 43 წლის აჰმედ ალ აჰმადია.

ბრიტანელი ტელეწამყვანი, პიერს მორგანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტერორისტის განიარაღების შემდეგ აჰმადს მეორე თავდამსხმელმა ორჯერ ესროლა და ის ახლა სტაბილურ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

უახლესი ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 29 ადამიანი კი საავადმყოფოში არის გადაყვანილი

კომენტარები