კანადა

კანადელი მილიარდერი და მისი ცოლი საკუთარი სახლის სარდაფში გარდაცვლილები იპოვეს

Reuters

კანადელი მილიარდერი ბარი შერმანი და მისი ცოლი ჰანი ტორონტოში საკუთარი სახლის სარდაფში გარდაცვლილები იპოვეს. ცხედრები უძრავი ქონების აგენტმა აღმოაჩინა, რომელიც იქ სახლის პოტენციური მყიდველებისთვის საჩვენებლად მივიდა. შერმანები ტორონტოს სახლს $7 მლნ ყიდდნენ.

კანადელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გარდაცვალება "საეჭვო" ვითარებაში მოხდა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. ასევე, უცნობია, ეძებს თუ არა პოლიცია ეჭვმიტანილს.

წყვილის გარდაცვალებას კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახს მიუსამძიმრა. 

ბარი შერმანი კანადაში უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის "Apotex" დამფუძნებელი და ფილანტროფი იყო.

კომენტარები