რუსეთი-თურქეთი

ვლადიმირ პუტინი თურქეთს ეწვევა და ერდოღანთან იერუსალიმის საკითხს განიხილავს

katehon.com

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. პუტინი და ერდოღანი სირიასა და იერუსალიმში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებენ და ახალ ენერგეტიკულ პროექტს განიხილავენ.

მათ შორის გუშინ შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ოფიციალურად ცნობის შესახებ რეგიონში მშვიდობაზე და სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით ტრამპის გადაწყვეტილება საღ აზრს ეწინააღმდეგება.

კომენტარები